ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით.
- ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ
- ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა