ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრადიციისამებრ, ის კიდევ ერთხელ, პირველად, მოძმე თურქეთს ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

„ბუნებრივია, დღეს გაჩნდა ახალი შესაძლებლობები თავდაცვის ინდუსტრიაში. ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


Anadolu-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებსაც განიხილავდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, ალიევი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, კვირას, 18 თებერვალს, გვიან საღამოს ჩავიდა.

ალიევი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა.

მან ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.