ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს NATO-სა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა.


20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ აჩვენებს სამხედრო დახმარების აუცილებლობას „რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება.“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.