აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% დასრულებულად გამოაცხადა

აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული განახლებისთვის, სამუშაოს 95% შესრულებულად გამოაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია.


ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.

მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის.


ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობა იყო.