ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა

ალბანეთმა, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის ფონზე, NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საბჭოთა ეპოქის განახლებული საჰაერო ბაზა გახსნა. ამის შესახებ ალბანეთის მთავრობის მეთაურმა, ედი რამამ განაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი საჰაერო ბაზა, წვრთნებისა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ოპერაციების თანამედროვე კერა იქნება.


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა 2005 წელს დახურული ბაზის ხელახლა გახსნას მიესალმა.

„უსაფრთხოების კიდევ ერთი ელემენტი დასავლეთ ბალკანეთის ჩვენი რეგიონიდან. რომელსაც კარგად ვიცით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსეთის ფედერაციის ნეოიმპერიალისტური საფრთხეებისა და ამბიციების გამო," აღნიშნა რამამ.

მისივე განცხადებით, ტირანა NATO-სთან ასევე განიხილავს ალბანეთში საზღვაო ბაზის შექმნას.


NATO-მ ბაზის განახლება 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. დაფინანსება საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების რემონტს მოიცავდა.

„კუჩოვას საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ ნატო აგრძელებს თავისი ყოფნის გაძლიერებას დასავლეთ ბალკანეთში, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში," - განაცხადა NATO-ს სპიკერმა დილან უაიტმა.

ალბანეთი NATO-ს 2009 წელს შეუერთდა. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.