რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირიდან 600 რუსი დიპლომატი გააძევეს

დიპლომატების მასობრივმა გაძევებამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ჯაშუშთა ქსელს ევროპაში, თუმცა მოსკოვმა ახალი მეთოდები შეიმუშავა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსული დაზვერვის მუშაობა ევროპაში. მთლიანობაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირიდან 600 დიპლომატი გააძევეს, რომელთაგან დაახლოებით 400, დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედ დაზვერვის ოფიცრად ითვლებოდა. თუმცა, მას შემდეგ, როგორც Financial Times-ი წერს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა თავიანთი საქმიანობის გადაჯგუფება და მოდერნიზება შეძლეს.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, FSB-მ, GRU-მ და SVR-მა მოახერხეს ევროპაში განადგურებული ჯაშუშური ქსელის ნაწილობრივი კომპენსირება, თუნდაც კონტინენტზე რუსებისადმი უფრო მეტი ყურადღების ფონზე.


როგორც FT-ის ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ამ ადამიანებმა ხშირად შეიძლება, არც იცოდნენ, რომ სპეციალურად რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობენ - ისინი უბრალოდ ფულის სანაცვლოდ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ დავალებებს.


ამავდროულად, რუსეთი დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი აგენტების მეშვეობით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა, შვეიცარია და ავსტრია, კვლავ აგრძელებს დაზვერვის „ტრადიციული“ მეთოდის გამოყენებას. 

გარდა ამისა, FT წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა ჯაშუშური ბაზები თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ევროკავშირიდან გაძევებული რამდენიმე სავარაუდო აგენტი ახლა სერბეთში მუშაობს.