NATO-მ და ჩინეთმა 13 მარტს პეკინში მერვე ყოველწლიური სამხედრო საშტატო მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული.
მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად, ომანის ყურეში საზღვაო წვრთნებს იწყებს, NATO კი ატარებს თავის უდიდეს სამხედრო წვრთნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
NATO-ს დელეგაციას კოოპერატიული უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი გენერალ-მაიორი დაციან-ტიბერიუ სერბანი ხელმძღვანელობდა. ჩინეთის დელეგაციის ლიდერი იყო გენერალ-მაიორი იაო ცინი, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორის მოადგილე.
NATO-ს პრეს-ბრიფინგის თქმით, მხარეებმა განიხილეს "გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რომლის დროსაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრაზე გამახვილდა ყურადღება. „ორივე მხარე შეთანხმდა ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობაზე,“ - ნათქვამია NATO-ს პრესრელიზში
როგორც ცნობილია, პეკინი მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს.