პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც ქვეყანას მართავს, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად.

18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის - „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“

ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის, სამი ბავშვი.


ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში.

პაკისტანის მთავრობა ამ იერიშის შესახებ დუმს, მაგრამ პაკისტანელი მოხელეები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, იტყობინებიან, რომ იერიშის სამიზნე იყო სახლი „თეჰრიქ-ე თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის, აბდულა შაჰისა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ავღანეთს აფარებს თავს.