NATO-ს უმაღლესი სამხედრო ლიდერი კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ.
„NATO-ს პირველი სამხედრო დელეგაცია ეწვია უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ვიზიტი იმის დასტურია, რომ NATO და უკრაინა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილან,“ - აღნიშნა ბაუერმა.
მან აღნიშნა, რომ ვიზიტი საშუალებას აძლევს მას, გამოხატოს თავისი „ღრმა პატივისცემა“ უკრაინელების სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რაც მათ გამოავლინეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მის გარეთ.
„ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯი და ყვითელი დროშა NATO-ს შტაბ-ბინაში," - აღნიშნა ბაუერმა.
მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასავლეთი „ზედმეტად ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობის მიმართ.