ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, შუა დერეფანი, შეიძლება, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Global Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ ჩინეთ-აზერბაიჯანის პარტნიორობას, როგორც მნიშვნელოვანს Belt and Road Initiative-ის (BRI) (ერთი სარტყელი ერთი გზა) ფარგლებში, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. შუა დერეფანი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა.
ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვის გასწვრივ მდებარეობენ, შეიძლება, ძლიერი პარტნიორობა დაამყაროს.
„ეს კარგად შეესაბამება BRI-ს და ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის," აღნიშნავს ჰაჯიევი.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში სტაბილურ ზრდას ხედავს.