- აშშ სთხოვს მოკავშირეებს ჩინეთში Chip Gear-ის სერვისის გამკაცრებას
- Huawei-ის ტექნიკურმა მიღწევამ ამერიკელი ოფიციალური პირები გააკვირვა
- ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ იაპონიამ და ჰოლანდიამ კიდევ შეასუსტონ ჩინეთის შესაძლებლობები
აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოებაზე. ვაშინგტონი ითხოვს, აიკრძალოს ძირითად კომპონენტებზე მომსახურება.
შეერთებულმა შტატებმა სთხოვა თავის მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოების აღჭურვილობის მომსახურებაზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს აღჭურვილობის მიმწოდებლების შეზღუდვას ნაკლებად კრიტიკული ნაწილების მომსახურებაში, რომელთა შეკეთება ჩინურ კომპანიებს თავად შეუძლიათ.
Bloomberg News იტყობინება, რომ Huawei და მისი ჩიპების მწარმოებელი პარტნიორი Semiconductor Manufacturing International Corp-ი, წარმოებისთვის ეყრდნობოდნენ უცხოურ აღჭურვილობას, ამერიკელი მომწოდებლებისგან, როგორიცაა, Applied Materials Inc. და ჰოლანდიური მწარმოებელი ASML Holding NV.
2023 წელს Huawei-ს წარმატების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ზეწოლა მოკავშირეებზე, რათა შეეზღუდათ ჩინეთის წვდომა მოწინავე ტექნოლოგიებზე. ვაშინგტონმა აკრძალა Applied Materials-სა და სხვა ამერიკულ კომპანიებს თავიანთი აღჭურვილობის მომსახურეობა იმ საწარმოებში, რომლებიც შეერთებულის შტატების შავ სიაშია.
ამავდროულად, ნიდერლანდებსა და იაპონიას არ აქვთ მსგავსი შეზღუდვები თავიანთ კომპანიებზე. აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს რამდენიმე ჩინური ნახევარგამტარული ფირმის შავ სიაში შეყვანას, რომლებიც დაკავშირებულია Huawei Technologies Co.-სთან, მას შემდეგ, რაც ტელეკომის გიგანტმა შარშან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული ადამიანები.