USAID აშშ-სომხეთის ვაჭრობის განვითარებისთვის დამატებით, $33 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკაში თავისი ინვესტიციები გააორმაგა.

„ეს მოიცავს ქალთა და ახალგაზრდების ტრენინგს სამუშაო ადგილზე, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ ახალ ეკონომიკაში,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა.


USAID-მა ასევე იმუშავა სომხეთის მთავრობასთან იმ ახალი რეგულაციების მისაღებად, რომლებიც აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს მათი იმპორტისა და ექსპორტის გასაძლიერებლად. 

პაუერის განმარტებით, აშშ-სა და სომხეთს შორის ვაჭრობის ზრდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 17%-ს შეადგენს. პაუერმა დასძინა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ USAID აპირებს დამატებით $33 მილიონის ინვესტირებას ამ მნიშვნელოვანი პროგრესის გასაუმჯობესებლად.

„შეერთებული შტატები, USAID და ამერიკელი ხალხი მოწოდებულნი არიან, დაეხმარონ სომხეთს იმის დემონსტირებაში, რომ რომ დემოკრატია ნამდვილად მუშაობს.


ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.