კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის": მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს

"მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს", - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

„8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.

გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დროულად შეისწავლოს დღევანდელი ფაქტები.

"მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", - ნათქვამია განცხადებაში.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია

ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო