Rheinmetall-ი ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს

ლიეტუვამ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს გერმანულ Rheinmetall-თან, რათა ბალტიისპირეთის ქვეყანაში საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება დაიწყოს, იუწყება Reuters. ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრმა ოსრინე არმონაიტემ განაცხადა, რომ ქარხანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბალტიისპირეთის ქვეყანაში.

დეტალური საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ახლა გაიმართება. „ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას, რომელიც გამოიმუშავებს შემოსავალს და დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, ავტონომია შეიარაღების შეძენისას,“ - ამბობს მინისტრი.


მანამდე ლიეტუვის სეიმმა დაუჭირა მხარი კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ თავდაცვის კომპანიებს, რომ ქვეყანაში უფრო სწრაფად დაიწყონ პროექტების განვითარება.


ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ოშრინ არმონაიტემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს Rheinmetall-ის შესვლას ქვეყანაში და ლიეტვაა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მანამდე Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში ქარხნის აშენებას 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის აპირებს.