„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,“ შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.
„ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია, მედია ორგანიზაციების სტიგმატიზირება, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია.
ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” - განაცხადა ვედანტ პატელმა.
დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა:
„ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი,“ - აღნიშნავს ვედანტ პატელი.
აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა.
-
რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი
-
მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე
შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები