აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა.
წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60,80 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში კონფლიქტთან გამკლავების და რუსეთის შეჭრის გამო რეგიონული პარტნიორების დახმარებისთვის.
აქედან 23.2 მილიარდი დოლარი გამოყენებული იქნება აშშ-სგან იარაღის, მარაგებისა და აღჭურვილობის შესავსებად. კანონპროექტი ითვალისწინებს ისრაელისთვის მხარდაჭერისთვის 26.38 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ის უნდა მოხმარდეს ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხარჯების დაფარვასაც.
ხოლო ინდოეთ-წყნარი ოკეანის კანონპროექტი შეიცავს 8,12 მილიარდ დოლარს. რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, მისცემენ თუ არა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები წევრებს დახმარებაზე კენჭისყრის საშუალებას, ჯონსონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვიტა სენატის 95 მილიარდიანი კანონპროექტის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა.
ხოლო 17 აპრილს, ხარჯების გეგმის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემდეგ, ჯონსონმა დაიწყო კანონპროექტების ტექსტის გამოქვეყნება, საბოლოო მიღებაზე კენჭისყრა კი, მოეწყობა 20 აპრილს, საღამოს, რათა დრო იყოს დებატებისა და შესწორებების შეტანისთვის.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.