ლიეტუველმა კანონმდებლებმა მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც სხვა ქვეყნების 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სწავლებაში - Baltic Operations 2024 (BALTOPS), რომელიც ივნისში გაიმართება.
თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ 4-21 ივნისს დაგეგმილ წვრთნებში 10 ათასამდე სამხედრო და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.
„ეს არის ყველაზე დიდი წვრთნები, რაც ჩვენ ოდესმე ჩაგვიტარებია,“ განაცხადა მინისტრმა.
ტრენინგი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადებას და სამხედრო რეაგირების გაძლიერებას ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
წვრთნებში მონაწილეობისთვის პერსონალი აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან ჩავა.
ორშაბათს, 22 აპრილს, ლიეტუვაში ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული სამხედრო წვრთნა - Thunder Strike, 23 აპრილს კი, გერმანიის ბუნდესვერის ფართომასშტაბიანი წვრთნები - Grand Quadriga 2024 დაიწყო.