კიევს შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო ახორციელებს.
„ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენ მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.
-
უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მინისტრები
-
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
-
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან