„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპმა დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. 


ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი დაასახელა.