ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში მეჰდი სობჰანიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პლატფორმის შემდეგი შეხვედრა „3+3“ ფორმატში, უახლოეს მომავალში თურქეთში გაიმართება. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში, 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. პლატფორმის მონაწილეთა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა თეირანში, გასულ წელს გაიმართა.
ბოლოს, მარტში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ირანი ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას აანონსებდა და „საქართველოს მონაწილეობის იმედს“ კვლავ ინარჩუნებდა. მას შემდეგ ირანში საპრეზიდენტი არჩევნები ჩატარდა.
- (რედ.კარდიოქირურგი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი საკუთარ თავს „პრინციპულ რეფორმისტს“ უწოდებს. პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების უმაღლესი ინსტანცია, რომ მასზე მაღლა დგანან უზენაესი რელიგიური ლიდერი და გუშაგთა საბჭო, რომელსაც პრეზიდენტის მოხსნაც კი შეუძლია. ის 16 წელიწადია, ირანის პარლამენტის წევრია. იქ წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანს, უპირატესად ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონს. ფეზეშქინი დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის ღიაა და აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიმართ მტრულ ლოზუნგებს აკრიტიკებს. ამავე დროს, ის ისლამური რესპუბლიკის პრინციპების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ირანმა უნდა მისდიოს პოლიტიკას, რომელიც უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ჩამოაყალიბა. ირანის „პრინციპული რეფორმისტი“ ახალი პრეზიდენტი უმცირესობების უფლებების დაცვის მომხრეა, მაგრამ მის მიმართ კრიტიკა ისმის, თითქოს დამთმობია ირანის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ნაციონალისტური განწყობების მიმართ.
- თვითონ ფეზეშქიანი ამ ბრალდებას უარყოფს. მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდანაა და მამა ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო დედა ქურთი ჰყავდა, ირანში უკმაყოფილება გამოიწვია მეტოქეთა ბანაკში. მის არჩევას იმგვარი ფაქტორებით ხსნიან, რაც თითქოს. აკნინებს ფეზეშქიანის გამარჯვების სამართლიანობას).
„ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგნი ვართ საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და რეგიონში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილების. რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ირანის ინტერესებში შედის,“ განაცხადა მეჰდი სობჰანიმ.
აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა.
-
სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
-
თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი