ირანის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში „რუსეთის აგრესია“ დაგმო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის, დაასრულოს თავისი ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთთან შექმნილი დაპირისპირება. ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელიც მეორე მხრივ დაიდო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას შორის, ჩიხში მოექცა მას მერე, რაც აშშ ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან.


შეთანხმებით მიღწეული პირობები, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ მისთვის დაწესებული სანქციების შერბილება, ირღვევა, მაგრამ დოკუმენტი იურიდიულად კვლავ ძალაშია. დასავლეთის განცხადებით, ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს. Reuters-ის ცნობით, ფეზეშქიანმა გააკრიტიკა ისრაელი „ღაზის სექტორში გენოციდისთვის" და განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.


ირანის პრეზიდენტი ასევე  ამბობს, რომ არ სურს ომი ისრაელთან.

”ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ მშვიდობიანად,” - განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებისას. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ რეგიონში არასტაბილურობის მიზეზი,“ განმარტა ირანის პრეზიდენტმა.


ირანის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ დიალოგის მეშვეობით დასრულდეს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის.

„ჩვენ მშვიდობას ვესწრაფვით და არ ვაპირებთ არცერთ მხარესთან კონფლიქტს...ირანი ომის წინააღმდეგია და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება,“ - განაცხადა ფეზეშქიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.


მანამდე, ირანის ახალმა პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ, დასავლეთთან  მოლაპარაკებისკენ ისწრაფვის. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები უარყო და „რუსეთის აგრესია“ დაგმო.


„ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად, რომ გავმართოთ დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ არასდროს მოგვიწონებია რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ," - განუცხადა პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა.


დასავლეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდება წინააღმდეგობაში მოდის პეზეშკიანის მოწოდებებთან უკეთესი ურთიერთობების შესახებ.