სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს.
კონვერტზე, ფოსტის შემოწმებისას სლოვაკეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყვია რენტგენის დახმარებით გამოავლინეს.
ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
მაისში, სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. ამ დროს მას შეიარაღებულმა პირმა ესროლა .
თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. მას წაყენებული აქვს ტერორიზმის მუხლი, რაც 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ფიცოს კრიტიკოსებს დააკისრა.
მემარცხენე-პოპულისტი ფიცოს მთავრობამ, რომლიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.