ევროკავშირმა ჩინეთში დაფუძნებულ ორ ჩინურ ბანკსა და ხუთ კომპანიას სანქციები დაუწესა. საუბარია Heihe Rural Commercial Bank-სა და Heilongjiang Suifenhe Rural Commercial Bank-ზე. ევროკავშირის ცნობით, ბანკები კრიპტოვალუტით ტრანზაქციებში იყვნენ ჩართულნი, რამაც სანქციების ეფექტიანობა შეარყია.
თავის მხრივ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციებმა „სერიოზულად დააზიანა სავაჭრო, ეკონომიკური და ფინანსური კავშირები“ და „ჩინური კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, პეკინი აუცილებელ ზომებს მიიღებს.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინური ბანკები ევროკავშირის სანქციების ქვეშ პირველად, მოექცნენ.