ტრამპმა აშშ-ევროკავშირის შეთანხმება გამოაცხადა, რაც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

აშშ-მ და ევროკავშირმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის ფარგლებშიც ბრიუსელი სრულად დააფინანსებს ამერიკული შეიარაღების შესყიდვას, რისი ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმებაში წერია, რომ ევროკავშირი აშშ-ში ფულს დახარჯავს თავდაცვით კომპანიებზე, რაც "სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო."