ტრამპმა რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანება გასცა

  • მედვედევის „სულელური და პროვოკაციული განცხადებების“ შემდეგ, ტრამპმა რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანება გასცა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის მახლობლად მდებარე რეგიონებში,ორი ატომური წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მუქარის საპასუხოდ, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ საბჭოთა ეპოქის ატომური დარტყმის შესაძლებლობები ჰქონდა.


„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებებიდან გამომდინარე, მე შესაბამის რეგიონებში ორ ბირთვული წყალქვეშა ნავის გადაადგილების ბრძანება გავეცი, იმ შემთხვევისთვის, თუ გამაღიზიანებელი და სულელური განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე - სიტყვები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეიძლება, მან გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება,“ წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.