ტრამპი: ბირთვული წყალქვეშა ნავები უფრო ახლოს არიან რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი "უფრო ახლოს არის რუსეთთან". ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ. 


„მედვედევს ეს არ უნდა ეთქვა. მას უხეში ენა აქვს. მას მსგავსი რამ ადრეც აქვს ნათქვამი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ გავაგზავნე რეგიონში ორი ატომური წყალქვეშა ნავი. მე უბრალოდ მინდა, დავრწმუნდე, რომ მედვედევის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი,“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ვადაში, ანუ 8 აგვისტომდე თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ ვაშინგტონი რუსეთს სანქციებს დაუწესებს.


მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" გასცა.