უკრაინის თავდცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს.
შმიგალის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები და პარტნიორები მიიღებენ შესაძლებლობას, დააფინანსონ ამერიკული იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდების პროცესი „ნებაყოფლობითი შენატანების გზით.“
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ინიციატივა ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ ახალი მექანიზმის მეშვეობით, მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ, დააფინანსონ აშშ-ის იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდება ნებაყოფლობითი შენატანების გზით.