ნორვეგია, შვედეთი და დანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღების შესაძენად, $500 მილიონს გამოყოფენ

ნორვეგია, შვედეთი და დანია, NATO-ს ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად, $500 მილიონს გამოყოფენ.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, შვედეთთან და დანიასთან ერთად NATO-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.


„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, - აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ტორე ო. სანდვიკი.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა.

„ეს პაკეტი სასიცოცლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის,“ - აღნიშნავს მარკ რუტე.