გაერთიანებულ სამეფოში წყალბადზე მომუშავე სატვირთო გემი გამოსცადეს

წყალბადზე მომუშავე უპილოტო გემმა - Pioneer 24-საათიანი საზღვაო მისია, სრულიად დისტანციურად და გამონაბოლქვის გარეშე (ე.წ. ნულოვანი ემისიები) წარმატებით განახორციელა. გემი ბრიტანულ კომპანია ACUA Ocean-ს ეკუთვნის.


კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვაო ტრანსპორტის გამწვანებისკენ და აჩვენებს, რომ საზღვაო სფეროში წყალბადის ენერგიას ეკოლოგიურად სუფთა მომავლის შექმნა შეუძლია.


ეს მსოფლიოში დისტანციურად მართვადი და წყალბადზე მომუშავე გემის ოფიციალურად პირველი სერტიფიცირებაა.


Pioneer არის მრავალფუნქციური, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად მოწინავე უპილოტო გემი, რომელიც განკუთვნილია:

  • მაღალი ხარისხის მონაცემთა შეგროვებისთვის და გარემოს ადაპტაციისთვის;

  • საფრთხეებისა და რთული პირობების პირობებში საზღვაო საქმიანობისთვის;

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგისთვის;

  • გრძელ დროსა და დაბალი ბიუჯეტით შესრულებული ოპერაციებისთვის.