საბერძნეთიდან მოლდოვაში, ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა

ათენიდან კიშინიოვში მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა.

საბერძნეთში ის დუბაიდან ჩავიდა.


მედიაში გავრცელებული ცნობით, პლახოტნიუკი დაცვის ქვეშ, ათენიდან კიშინიოვში პირდაპირი რეისით დღეს ჩაიყვანეს. 

ესტრადირებისას, კიშინიოვის აეროპორტთან პლახოტნიუკის ათამდე მხარდამჭერი შეიკრიბა, მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო და პლახოტნიუკის მხარდამჭწერი პლაკატები ეჭირათ.



მოლდოვის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პლახოტნიუკს კიშინიოვის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ.


ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა. ოლიგარქი 22 ივლისს ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.

„ინტერპოლმა“ პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო.