ტრამპი ალიევზე: ის ძალიან ძლიერი ლიდერია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს

Trend-ის ცნობით, დღეს ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე.


ტრამპმა გაიხსენა, რომ ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ დასრულდა.

„ის ძალიან ძლიერი ლიდერია; ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს,“ - აღნიშნა ტრამპმა სამიტზე, ილჰამ ალიევისადმი მიმართვისას.