პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი სამ ამერიკელ და ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ომის დეპარტამენტმა უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ აისახება ამერიკულ მარაგებზე. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა.
ამერიკულ Tomahawk რაკეტებს დაახლოებით 1,600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ.