სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლებას ზღუდავდა

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

კანონპროექტის თანახმად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას კონგრესის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა.


სენატში კენჭისყრის შემდეგ ხმები 50-50-ზე გაიყო, რის გამოც, რეზოლუციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა.

სენატის უმცირესობის ლიდერმა „დემოკრატმა“ ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ „კენჭისყრა სიტუაციას უფრო სახიფათოს ხდის.“


„დემოკრატებთან“ ერთად რეზოლუციას მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზან კოლინსმა დაუჭირეს.