სირია მზადაა, მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი — Reuters

ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოღების თაობაზე, აშშ-სთან მოლაპარაკებების ფარგლებში, სირიამ ვაშინგტონთან მზაობა გამოთქვა, მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ამავდროულად, სამივე წყარომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს პირდაპირ არ დაუსახელებია რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიის სასანქციო სტატუსის გაუქმებისთვის ერთ-ერთ პირობად.


სააგენტო წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი სირიის ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომელიც დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად დამოკიდებულია რუსული ნავთობის მიწოდებებზე. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე შეამცირებდა მოსკოვის ეკონომიკურ გავლენას ქვეყანაში.


სირიელი ანალიტიკოსის, ნავარ საბანის თქმით, რუსული ნავთობის სწრაფად ჩანაცვლება საწვავის დეფიციტის რისკისა და იმპორტის გაძვირების გარეშე შეუძლებელია.

სტატიაშია აღნიშნულია, რომ სირიისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, შესთავაზებს თუ არა აშშ დამასკოს ალტერნატიულ მიმწოდებლებს.