უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა თავდაცვითი ინოვაციების საკითხებში.
„გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება. პირველი შეხვედრა —იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან. მადლობა მინდა, გადავუხადო გვიდოს პირადი მხარდაჭერისთვისა და წინადადებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვით ინოვაციებზე. მადლობელი ვარ ნდობისთვისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის,” — წერს ფედოროვი.
ფედოროვის თქმით, ამ როლში ის დაეხმარება იტალიას თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სფეროს დახვეწასა და მსოფლიოში თავდაცვის სფეროში ახალი გამოწვევებისადმი ადაპტირებაში.
„უკრაინა და ჩვენი გუნდი ტექნოლოგიური ომის უნიკალურ გამოცდილებას ფლობენ, რომელიც მზად ვართ, პარტნიორებს გავუზიაროთ. ამავდროულად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება — ვაგრძელებ უკრაინაში პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენს თავდაცვას აძლიერებენ და საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში გვეხმარებიან,” - წერს ფედოროვი.