ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს

ესტონეთი პირველი დეკემბრიდან დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ეს არის საპასუხო ზომა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ქმედებებზე, რომის მიხედვითაც, ესტონეთის დრონების მწარმოებელი კომპანია Threod Systems-ი თავდასხმის სამიზნე გახდა. პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის თქმით, თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოაწყო.


ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შაბათს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის მცდელობა მიზნად ისახავდა კომპანიის Threod-ის შენობაში აფეთქებისა და ხანძრის გამოწვევას.

კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიხალმა დაწერა, რომ „გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებისა და სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირების“ შედეგად, „მნიშვნელოვანი ზიანი“ აიცილეს თავიდან.


მანვე დაამატა, რომ სავარაუდო თავდამსხმელები დააკავეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სულ რვა ადამიანი დააკავეს.