პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც ახალი საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის, CAMM-MR-ის ერთობლივად შემუშავებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტომ განაცხადა.
სააგენტოს შეფასებით, ეს არის პირველი საერთაშორისო პროექტი, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტის ერთობლივად განვითარებას გულისხმობს.
პროექტში ორივე ქვეყნის თავდაცვის კომპანიები მონაწილეობენ.
რაკეტის მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, 100 კმ-ს გადააჭარბებს.