ფაშინიანის თქმით, უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანამ საკუთარი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.


„მადლიერები ვართ რუსეთის მესაზღვრეების იმისთვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სომხეთის საზღვრებზე იდგნენ. თუმცა ვფიქრობ, დადგა დრო, რომ უახლოეს წლებში ჩვენი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე ავიღოთ,“  - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვთან დიალოგის მიზანი გადაწყვეტილებების პოვნაა.

„ჩვენ არასდროს გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება რუსეთისთვის ზიანის მიყენების სურვილი, განზრახვა ან მიზანი. ჩვენც იგივეს ველით რუსეთისგან,“ - განაცხადა ფაშინიანმა.