აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც  ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს

სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს. ისინი რუსი ჟურანლისტის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მოქმედებით მიანიშნებენ რუს სტუმრებს, რომ საქართველო უნდა დატოვონ.

"ელექტრო ენერგია გავთიშეთ გარედან!!!იღიღინონ ლეონწიევის სიმღერები სანთლის შუქზე!ხვალინდელი დღის სრული განრიგი ვიცით და არ შევარგებთ!", - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა

სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ

შსს: რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია