საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.
რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს.
ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, - განაცხადეს შსს-ში.
ცნოიბისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია.
ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა
სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს