"აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან", - ამის შესახებ Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, რუსეთის და დასავლეთის დაპირსპირებაში, მათი რესურსების შეფასებისას.
როგორც Europetime-თან ინტერვიუში ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება.
მისი თქმით, პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა, თუმცა რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.
"ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის.
პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი?! 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?!" - განუცხადა Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.