ბულგარეთის პროკურატურა იარაღის საწყობში 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსულ კვალს ხედავს

ბულგარეთის პროკურატურამ 2011-2020 წელს სამხედრო აღჭურვილობის საწყობებში მომხდარ 4 აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ბულგარეთის პროკურატურა 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსულ კვალს ხედავს. უწყების ინფორმაციით, 2011 წელს საწყობში მომხდარი აფეთქება საქართველოსთვის, ასევე, სხვა დროს, უკრაინისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების შესაფერხებლად მოხდა. უწყება ამ აფეთქებებში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე მიუთითებს.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ექვსი რუსი ჯაშუშია, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია გებრევის მოწამვლის მცდელობასთან. თითოეულ აფეთქებას წინ უძღოდა ტყის ხანძარი. გამოძიების თანახმად, ხანძრები საწყობიდა ხალხის გამოყვანას ისახავდა მიზნად, ამის შემდეგ კი, აფეთქებები დაიწყო. ბრალდების მხარე ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვა ეჭვმიტანილია სახელმწიფო სამხედრო ქარხნის VMZ „Sopot“ - ის და მისივე საწარმოში, 2015 წელს კარლოვოს მახლობლად მდებარე სოფელ იგანოვოში. მესამე აფეთქება 2011 წელს, სოფელ დოლნი დოლში, მეოთხე კი 2020 წელს, ქალაქ მაგლიჟში იარაღის მწარმოებელ ქარხანა „არსენალში“ მოხდა.

პროკურატურის განცხადებით, ისინი მუშაობენ ჩეხ კოლეგებთან ერთად, 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირზე.

ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი დაბა ვრბეტიცეში 2014 წლის აფეთქებას უკავშირდება, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის 18 ოფიციალური პირი გააძევა. რუსეთმა დღეს ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის რამდენიმე დიპლომატს კი ქვეყნიდან აძევებს.

მანამდე ჩეხეთს რიგმა ქვეყნებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.