ჰილარი კლინტონი: ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ

„ეს რთული გადაწყვეტილებაა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. გადაუჭრელ პრობლემას (Wicked Problem). პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ავღანეთი და მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა უნდა ფოკუსირდეს ორ უზარმაზარ შესაძლო შედეგზე: პირველი, ავღანეთის მთავრობის პოტენციური კოლაფსი და თალიბანის მიერ ავღანეთის კონტროლი, ცივი ომის შესაძლო განახლებით“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკული მედიის ვიდეო ჩართვაში.

„როგორ უნდა დავიცვათ ათასობით ავღანელი, რომელმაც იმუშავა აშშ-სთან და NAT0-სთან, მის კონტრაქტორებთან ადამიანის უფლებების დასაცავად. იმედი მაქვს, ადმინისტრაციას ექნება ძალიან ფართო პროგრამა ამ ავღანელებისთვის, რომ ისინი საფრთხის წინაშე არ დატოვონ. ამასთან, მე ძალიან მეშინია მიგრანტთა გადინების“, - აღნიშნა კლინტონმა.

ის ასევე ხედავს საფრთხეს ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო გააქტიურების, განსაკუთრებით კი, ალ-ქაიდას და „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) გამოყოფს.

მისი თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბუშის ადმინისტაციაც ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, ისაა, რომ „თალიბანს“ არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი თავი „ალქაიდასგან“ განცალკევებულად წარმოედგინა.

„ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს არის ის უზარმაზარი საკითხები, რომლისკენაც უნდა მივმართოთ ყურადღება. ერთი საკითხია, გამოიყვანო ჯარები, თუმცა ამის შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ“, - აღნიშნა კლინტონმა.

მას გადაცემის წამყვანმა ბაიდენის საქმიანობის და პრეზიდენტობის 100 დღის შეფასება სთხოვა.

ჰილარი კლინტონმა „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ შეაქო და აღნიშნა, რომ იმ ამერიკელებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ეკონომიკურ დახმარებას საჭიროებენ, კარგი ნაბიჯია. წარმატების კონტექსტში ჰოლარი კლინტონმა ვაქცინაციის პროცესსაც გაუსვა ხაზი და ბაიდენის მაღალ რეიტინგზე მიუთითა.

„ჩვენ ახლა გვყავს გამოცდილი პრეზიდენტი“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.