თბილისში განვითარებულ მოვლენებზე Reuters-ის შემდეგ, ამერიკული Bloomberg-ი წერს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში, ცესკოს შენობასთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა დასაშლელად, წყლის ჭავლთან ერთად გამოჩნდა. პროტესტის მონაწილეებმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის გარდა, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.
„პოლიციამ ასევე გამოიყენა ფარი და კორდონი, რომ პროტესტის მონაწილეებს ცესკოს შენობის შესასვლელის ბლოკირება არ მოეხდინათ“, - აღნიშნულია სტატიაში.
თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ბრიტანულმა სააგენტო Reuters-მაც დაწერა.
მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.
მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან.
ოფიცილური შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება„ 48.23 პროცენტით იმარჯვებს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, 27.18%. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.