ეკონომისტი: ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

„ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა.

„მიზეზებზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.