უცხოეთი

ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმი“ გაართულებს „დიპლომატიური პროცესის“ წინსვლის მცდელობებს. ერდოღანის ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყოველგვარი მხარდაჭერა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით". სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე პრინციპული პოზიციისთვის უკანონო ფსევდორეფერენდუმების არაღიარების შესახებ, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა". 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.  

გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.  

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს

კრივი-რიჰზე რუსული ძალების თავდასხმის დროს, Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ოლქის უფროსმა ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. რუსეთის ძალებმა კრივი რიჰის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს „დამპყრობლები ბარბაროსული დაბომბვით აგრძელებენ მშვიდობიანი თემისა და მოსახლეობის ტერორს. საღამოს, დაახლოებით 20:40 საათზე მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა კრივი- რიჰზე. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია“, - ნათქვამია ალექსანდრ ვილკულის განცხადებაში.  

აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს

აშშ-მა უკრაინისთვის $1,1 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების პაკეტში 18 HIMARS-ია. ამის შესახებ  AFP წერს.  Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.  HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის: 150 შეჯავშნული მანქანა „ჰამერი“ (HMMWV); 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის; 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაწყვანად; 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის; 20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა; ფეთქებადი იარაღი განადგურების აღჭურვილობა; დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა; წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.  

მოლდოვის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი დაირღვევა, თავი უნდა დავიცვათ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს.  „მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი. „თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ.  დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“. „მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.   

მედია: სომხეთმა რუსული თვითმფრინავების მიღებაზე უარი თქვა

სომხეთში ორი რუსული თვითმფრინავი არ შეუშვეს, რადგან მათი ლიცენზია ამოეწურათ. „ბაზას“ Telegram არხის ცნობით, სომხეთმა აიძულა „აეროფლოტის“ ორი თვითმფრინავი, რომლებიც ერევანში მიფრინავდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. როგორც გაირკვა, სომხეთის საჰაერო სივრცეში შესასვლელად მომზადებისას გახდა ცნობილი, რომ რუსულ თვითმფრინავებს ლიცენზიის ვადა ამოეწურათ. კრემლის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო, ავარიულად დაეშვა მინერალნიე ვოდიში. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა.  პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსული პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება. ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს. „ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.  

ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო. ინდორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  „დღეს, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, 06752 სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.   ეს სამხედრო ნაწილი მინსკის მახლობლად სოფელ მაჩულიშჩში მდებარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების დროს შეიმუშავებენ „რიგ საკითხებს, რომელთაგან მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა გაწვევა და კვალიფიკაციის აღდგენა, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის შესანახად გატანა“. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინს 26 სექტემბერს სოჭში შეხვდა.   

ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა აიკრძალა

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ.  განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს ამასთან, განკარგულება ასევე საქართველოს საზღვართან, მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს.  გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. რა ვითარებაა ლარსთან - შსს განცხადებას ავრცელებს 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობამ „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ შემოიღო

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ, რესპუბლიკაში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლიც თანახმადაც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს განკარგულების მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს. ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს

რუსეთის ხელისუფლება საზღვრებზე იმ მოქალაქეთა სიებს ადგენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა „ჩვენ ვადგენთ ყველა იმ ადამიანების სიებს, ვინც ახლა გზაზე დგას. გგონიათ არავინ იცის ვინ სად და რატომ წავიდა?“, - განაცახადა ვოლოდინმა.  რუსეთის თავდაცვის უწყება: სამინისტრო არ გეგმავს, მიმართოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე ვოლოდინს არ დაუკონკრეტებია სიების შედგენის მიზანი.   

კიევში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ხელმძღვანელი იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტით კიევში ჩავიდა.ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა „მოხარული ვარ, მივესალმო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იაელ ბრაუნ-პივეს და მნიშვნელოვან საპარლამენტო დელეგაციას კიევში“, - დაწერა დიპლომატმა.   საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრიდან, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ესწრება.  

აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ

აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ. აშშ-ის შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში „აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მიემგზავრება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ შეზღუდული კომერციული მოგზაურობის შესაძლებლობები რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო აცხადებს, რომ გამოცხადებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი უთხრას ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, ხელი შუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს.  

ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ომი გაჭიანურებულ კონფლიქტად გადააქციოს, ამიტომ ყველა საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს ერს, რომელიც თავს იცავს. ამის შესახებ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. მის ინტერვიუს უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ვიცი, რომ ადმინისტრაცია და სხვა მთავრობები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი. სრულიად არ ვეთანხმები ადმინისტრაციის მიდგომას, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეზღუდვები (უკრაინას იარაღის მიწოდებაზე - რედ.). CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველას უნდა, რომ უკრაინა იყოს წარმატებული, სურს, რომ უკრაინამ მიაღწიოს მთელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ მაინც არის ნაწილი, რომელსაც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სჯერა, რომ რეალურად შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკება. ეს კარგი ხალხია, მათ აწუხებთ, რა ბედი ეწევა ბირთვულ იარაღს, მათ აწუხებთ ესკალაცია, მე ეს მესმის, მე პირადად არ ვეთანხმები ამას“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს ბენ ჰოჯესთან ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის ბენ ჰოჯესი: უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთი სასწრაფო წესით დატოვონ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის, ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს, ან შეუძლებელიც კი იყოს. ჩვენ ვურჩევთ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა

გასულ კვირას (19-25 სექტემბერი), ევროკავშირში რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით, 30%-ით მეტია. ამ ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო frontex-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით შემოდის. რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ფინეთში საგრძნობლად გაიზარდა საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა. „გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე შევიდა ევროკავშირში, რაც წინა კვირასთან შედარებით, 30%-ზე მეტია. მათი უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა. ამავდროულად, რუსეთის 1 273 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა რუსეთში ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გავლით.

Politico: აშშ რუსული ბირთვული საფრთხეების საპასუხოდ, ზომებს აძლიერებს

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების რაიმე ნიშნებს, ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ Politico ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა 5 წყაროზე მიუთითებს, მათ შორის მოქმედსა და ყოფილ ოფიციალურ პირებს ასახელებს. მედია წერს, რომ პუტინის მუქარა ბირთვული დარტყმის შესახებ უკრაინაზე ან თუნდაც NATO-ზე, რომელიც დიდი ხანია, ბლეფად იყო მიჩნეული, უფრო სერიოზულად აღიქმება მას შემდეგ, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმები რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რუსეთზე თავდასხმად განიხილება. CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ყალბი რეფერენდუმის შედეგები მარიონეტულმა რეჟიმებმა უკვე გამოაცხადეს და მოსალოდნელია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 სექტემბერს განაცხადა. კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება, ამასთან, დასავლეთი უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს.  

უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება „უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა.  დადგენილება, საომარი მდგომარეობის შეწყვეტის ან გაუქმების დღემდე იქნება ძალაში.   „ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებით ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება არის ეკონომიკური გავლენის კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ჩვენ გვესმის, რომ სანქციები არის არამხოლოდ სამხედრო საფრთხეზე რეაგირების, არამედ მომავალში აგრესიის პრევენციის საშუალებაც. მინდა განვაცხადო, რომ ომის დაწყებიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი დე ფაქტოდ შევაჩერეთ, ახლა ეს კანონიერ დონეზეა დაფიქსირებული“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი დანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრისას განიხილებოდა ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენზე მომხდარი დივერსია. „ჩვენ განვიხილეთ NATO-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. უცხოელი ლიდერები იზიარებენ სტოლტენბერგის შეფასებას. შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Nord Stream-ის გაზსადენზე გაჟონვა, მიზანმიმართულ ქმედებებად განიხილება. „ჩვენ გვაქვს შვედური დაზვერვის ინფორმაცია, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიასთან კონტაქტების დროს და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე", - განაცხადა ანდერსონმა. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული Nord Stream 1 და 2 გაზსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში. „უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები შემთხვევითი არ არის და ყველას გვეხება. ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სრული სიცხადის შეტანაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი გამძლეობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დარღვევა ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს ბორელი. ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანების შესახებ ცნობები მედიამ 27 სექტემბერს გაავრცელა.