ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების რაიმე ნიშნებს, ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ Politico ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა 5 წყაროზე მიუთითებს, მათ შორის მოქმედსა და ყოფილ ოფიციალურ პირებს ასახელებს.
მედია წერს, რომ პუტინის მუქარა ბირთვული დარტყმის შესახებ უკრაინაზე ან თუნდაც NATO-ზე, რომელიც დიდი ხანია, ბლეფად იყო მიჩნეული, უფრო სერიოზულად აღიქმება მას შემდეგ, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმები რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რუსეთზე თავდასხმად განიხილება.
ყალბი რეფერენდუმის შედეგები მარიონეტულმა რეჟიმებმა უკვე გამოაცხადეს და მოსალოდნელია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
- რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს
- მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში
ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას.
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 სექტემბერს განაცხადა.
კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება, ამასთან, დასავლეთი უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს.