ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. "შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ

ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ, ასტანაში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქონლის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თლეუბერდიმ. მინისტრის თქმით, დღეს ევროკავშირი, ყაზახეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია, რომლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობა $160 მილიარდზე მეტია. მისივე თქმით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ $29,5 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წლის 42%-ით გაიზარდა. „ჩვენ დაინტერესებული ვართ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში დიალოგის შემდგომი დივერსიფიკაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი სურვილია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის გაციფრულება“, - განაცხადა ტლეუბერდიმ. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.   

Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აგრესორმა შესაძლოა, „მარცვლეულის დერეფანი“ რუსული ამიაკის ექსპორტისთვს გამოიყენოს.  როგორც Financial Times იუწყება, შესაძლოა, რუსეთს უფლება მისცენ, რომ „მარცვლეულის დერეფანი“, რომლითაც უკრაინას სურსათი და მარცვლეული გააქვს, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს.  გამოცემა, ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება 19 ნოემბერს შედგება.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ ტოვებენ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას. ამის მიზეზია, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის სავარაუდო „ტერორისტული თავდასხმა“.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მარცვლეულის დერეფნის გაფართოება.  

სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს

სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.  ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის იმპორტისა და მოხმარების სტრატეგიისთვის გადაგვეხედა. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად. გაზის იმპორტი სტაბილურია და ამ დრომდე არ გვქონია მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები, ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ი (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი), რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.  

Forbes: დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი ხდება

დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი გახდება მას შემდეგ, რაც თავისი ბრენდის Estée Lauder-ისთვის მიჰყიდვის პროცედურა დასრულება. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, გარიგების შემდეგ, 61 წლის დიზაინერის ქონება, შესაძლოა, $1,2 მილიარდად შეფასდეს. „ტომ ფორდის“ ბრენდის გაყიდვა კოსმეტიკის გიგანტ Estée Lauder-ზე, დამფუძნებელს მილიარდერად აქცევს. Estée Lauder-ის გარიგებით, Tom Ford-ის ბრენდი $2,8 მილიარდად შეფასდა. 2013 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ტომ ფორდი კომპანიის თითქმის 64%-ს ფლობდა და მას შემდეგ მისი წილი არ შეცვლილა. მთელი კომპანიის შეფასების საფუძველზე დიზაინერის წილი შესაძლოა, $1,1 მილიარდად შეფასდეს, გარდა ამისა, ტომ ფორდი ფლობს მინიმუმ $65 მილიონის  ღირებულების ორ სახლს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.  

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, ასევე, დაგეგმილია სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა. „2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში: საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი; „კორონავირუსთან“ დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით იზრდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა. მისი თქმით, მიმდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 180 მილიონი ლარი. ჯამური - 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით. ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.  

ლაშა ხუციშვილი: მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია

მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ. „2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. „მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი. „ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა. „საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.  

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ, $2.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ადმინისტრაცია

2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი) – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი- ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით. „2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +195,063,713 (+137.1%) აშშ დოლარით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს

აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდან იგეგმება.  გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება.  აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.   

შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

შავი ზღვის თურქეთის სექტორში, საქარიას საბადოდან, პირველ ეტაპზე, თურქეთის გაზგამანაწილებელი სისტემა დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი მისივე თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტირება ტრაქიაში, გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მომზადდება.  ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7396 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.47 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8563 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8432 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1472 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2664 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ - გვენეტაძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები. ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „რთი საკითხი, რაც თავად სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან მოგეხსენებათ, რეგულარიზაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანო ბანკებს ამ კანონპროექტის მიხედვით შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ამის საშუალება მიეცემათ. დანარჩენი განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღებული იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.  

რუსეთის მოქალაქეები თურქეთში, უძრავ ქონებას მასობრივად ყიდულობენ

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებლი ფართის გაყიდვები, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა და 1 159 853 ერთეული შეადგინა. თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე, ოქტომბერში 102 660 ტრანზაქცია განხორციელდა. უცხოელების წილი ოქტომბერში, ტრანზაქციების მთლიან მოცულობაში 5,2 პროცენტია. ოქტომბერში, თურქეთში უცხოელებმა საცხოვრებელი ფართები ძირითადად ანტალიაში იყიდეს (2 123 ერთეული). მეორეა სტამბული - (1658 ერთეული) და მერსინი (490 ერთეული). თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს (2023 ერთეული). შემდეგ, ყველაზე მეტი უძრავი ქონება ირანის მოქალაქეებმა იყიდეს (498 ერთეული), მესამე-მეოთზე პოზიციებს ინაწილებენ ერაყისა (310) და უკრაინის მოქალაქეები(216). თურქეთში, უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 021 ერთეულამდე, 26,9 პროცენტით გაიზარდა.   

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.77 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8432 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.69 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1464 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2328 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც. ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.  შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.  

2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 21.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს - საქსტატი

დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 21.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი). "2021 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (12.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 პროცენტი), ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (29.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (21.2 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის (-23.9 პროცენტი) დარგში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბოსნია-ჰერცოგოვინა, იონი-ადრიატიკის მილსადენის პროექტის გაფართოებას გეგმავს

ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზზე წვდომით. ამის შესახებ დღეს Trend-ს ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილმა პრეზიდენტმა მლადენ ივანიჩმა განუცხადა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტით, რომელიც დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP), რომელიც თავის მხრივ სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. „ჩვენ უკვე გავაფორმეთ რეგიონალური შეთანხმება. ეს პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს ალბანეთიდან ჩერნოგორიის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ჩვენ გვჭირდება გაზის მიწოდების სხვა წყაროები და ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. გვინდა დაარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ამ პროექტისადმი მხარდაჭერა გაზრდოს“, - განაცხადა ივანიჩმა. ექსპრეზიდენტმა იმედი გამოთქვა ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.   

ჩინეთმა, რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყოს და ალტერნატიული მიწოდება ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან გაზარდეს. ჩინურმა საწარმოებმა, ეს ნაბიჯი იმის მიუხედავად გადადგეს, რომ ამ ქვეყნებიდან ნავთობი უფრო მაღალ ფასად იყიდება. სახელმწიფო საწარმოებმა ასევე დაიწყეს ნაკლები რუსული ნავთობის ყიდვა, რათა წინა ორი თვის განმავლობაში საწვავის დიდი მარაგების შესყიდვის შემდეგ, სანქციების რისკი თავიდან აიცილონ.  ოქტომბერში ჩინეთმა, დღეში 235,000-340,000 ბარელი რუსული ნავთობი გადაზიდა.  Vortexa-ს ანალიტიკოსი ემა ლი აღნიშნავს, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის 85 პროცენტი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის, რაც სამჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ინდოეთმა, რომელიც რუსული ნავთობის მეორე მთავარი იმპორტიორია, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის მიზეზი შესაძლოა, ტვირთის მაღალი ხარჯები გახდეს, ამ შემთხვევაში ქვეყანა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყებს ნავთობის იმპორტს.  

მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს

მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს.  ბალენსიაგა პირველი კომპანიაა, რომელმაც Twitter-ზე ანგარიში გააუქმა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი გახდა.     მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა როგორც გამოცემა Business of Fashion-ი წერს, ცნობილმა ბრენდმა Twitter-ზე საკუთარი გვერდი წაშალა, რითაც სოციალურ ქსელებთან მიმართებით, ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.  ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.