სამართალი
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
რუსთავში ორი ახალგაზრდა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისრუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორიპირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ანშეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირებაჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცადაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არდაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებსწინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელიშეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმაერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტშიმონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგისდაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნითჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს.
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის, ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 34 დასახელების მედიკამენტი, ჯამში 24,600 ღერი უაქციზო სიგარეტი და 1163 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი (1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი) და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფრანგი ოფიცერი დააკავა, რომელსაც რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად
ფრანგ სამხედრო ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის არმიის უფროსი ოფიცრის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავარაუდო გაცემის თაობაზე გამოძიება ტარდება. აქვე, პარლიმ აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ საქმის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია გადასცა, დამატებით დეტალებზე კი არ უსაუბრია. რადიო „Europe 1“-ის ინფორმაციით, ფრანგი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იტალიაში, ნატო-ს ბაზაზე მსახურობდა, ეჭვმიტანილია რუსეთის საიდუმლო სამსახურებისთვის დელიკატური დოკუმენტაციის გადაცემაში. „Europe 1“-ის ინფორმაციით, ოფიცერი საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა, როცა საზაფხულო შვებულებიდან კვლავ იტალიაში დაბრუნებას აპირებდა. ის ამჟამად პარიზის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღძრულია საქმე სისხლის სამართლი
საფრანგეთში, ბანკში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 6 პირი მძევლად აიყვანა
საფრანგეთის ქალაქ ჰავრის ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 6 პირი მძევლად აიყვანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე ჰავრის პოლიციის ყველა განყოფილებაა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
გენპროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძესთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ოჯახის ადვოკატის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა. 28 ივლისს (ფეისბუქ ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კომპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ. 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები. რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება. 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით. საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ავტომანქანაში მყოფი 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"კომენდანტის საათის" დარღვევისთვის კიდევ 83 პირი დაჯარიმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათგან ყველაზე მეტი – 83 პირი დაჯარიმდა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 8 – მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის, ხოლო 1 – თვითიზოლაციის წესის დარღვევის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებს, რომ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.