სამართალი

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარიდან ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს და მისივე ინფორმაციით, დაღუპული, შუახნის ქალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.   

შსს: თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი. ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.  

სენაკში, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დილის საათებში, სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.  

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველების შეურაცხყოფის შემდეგ იყო დაკავებული, მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ - ქვეყნიდან მივდივარ, - ამის შესახებ რუსეთის მოქალაქემ, პაველ კოპილკოვიმ განაცხადა, რომელმაც აღმაშენებლის განზირზე ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. „რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ.   ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობის დაწყება მიწევს. თუ ქართველები გამიგებენ და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს, როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას", - განაცხადა კოპილკოვიმ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ კოპილკოვი 6 ნოემბერს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „STEN NEPTUN" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. "გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „თ" ქვეპუნქტით დაიწყეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. „ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. ამავე დროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 37 პირი, რომელთაგანაც 9 დაკავებულია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში  

თბილისში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

თბილისში, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ცნობილია, 40 წლის კაცს, რომელიც მანამდე შსს-ში მუშაობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. "შემოცვივდნენ იარაღებით. წივილ-კივილი დავიწყე, იატაკზე დააწვინეს, ეჭვმიტანილები ხართ იარაღის უკანონო შენახვაზე და ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. დანაც არ ჰქონია, 3-4 საათის მერე ჩხრეკა რომ ჩატარდა, იარაღი ამოიღეს ტანსაცმლის კარადიდან, საიდანაც მე დილით კურტკა ავიღე და ჩავიცვი, იქ რომ იარაღი დებულიყო, თან მაქვს სეიფი, მაშინ სეიფში უნდა ჩამედო. თარჯიმნობდა შსს-ში", -  ამბობს დაკავებულის მეუღლე. ამ ეტაპზე, შსს-ს ოიფციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 4 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება

ერგნეთში რიგით 109-ე შეხვედრა იწყება, სამწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთონ.  როგორც ცნობილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლელებში მიმდინარე ბორდერიზაციასა და გახშირებულ გატაცებებზე იმსჯელებენ.   წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 9 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. „ცხინვალში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე, მათი გათავისუფლების საკითხი იქნება შეხვედრის მთავარი თემა", - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ. წინა შეხვედრა ერგნეთში, 23 სექტემბერს გაიმართა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა.  

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდულისამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულიგამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორისწარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ დაფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რისშემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდულიგარჩევის“ განხორციელების და მატერიალურიუპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდულისამყაროს“ წევრებს მიმართეს. 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში დაზუგდიდის რაიონში, „ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა „ქურდულიგარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალურიგავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების დაგავრცელების მიზნით, „ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორისგანიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავეპირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს. სამართალდამცველებმა ხუთივე პირიმოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს. სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმამუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროსწევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდულისამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაცსასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაგრძელდება.  

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა

გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში, გორის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია. ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

პროკურატურა: სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. „ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის, ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ​საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგისა და დრეზდენის პროკურატურების, ასევე ბავარიისა და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეს, ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით, განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.  

პროკურატურამ კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფომაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონსიძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. განომოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ბრალდების წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია "მელაძის" მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირს ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში, ქართველებს და საქართველოს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველების მისამართით უწმაწურ სიტყვებს იყენებდა. კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით არის დაკავებული. „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - განაცხადეს შსს-ში. საქმე ეხება სოციალკურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოსა და ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს.  

ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმეზე: სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა "დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა", - განაცხადა ლომჯარიამ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს.  როგორც ცნობილია, სამმართალდამცველები ნიკა გოგაშვილს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან. „ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა", - აცხადებს სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილი. ამ ეტაპზე შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.  

პოლიციელებზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 ვაზნა, გამომშრალი „მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა "ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო. საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის აგებული. ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს. სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია მთავარი დირექტორ, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას. ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", - ვკითხულობთ განცხადებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ნიკა სიმონიშვილი: 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ

საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა - სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს „მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.